пятница, 7 мая 2010 г.

პროექტი - "ერთსულოვნება"

პრობლემა: მოსწავლეთა შორის ურთიერთობა

XI-ბ კლასში სიით ირიცხება 25 მოსწავლე, აქედან 18 გოგო და 7 ვაჟი. 1-10 ქულოსანია, 10, 8, 9და 10 ქულოსანი, 7 და 6 ქულოსანი კი 14. წარუმატებელი მოსწავლე არ მყავს.

2 წელია რაც ამ კლასის დამრიგებელი ვარ და უპირველეს პრობლემად მოსწავლეთა შორის ურთიერთობას მივიჩნევ. კლასი არ არის ერთიანი, შეკრული გუნდი,ამის მიზეზი პირველ რიგში მოსწავლეთა სხვადასხვა სკოლიდან გადმოსვლაა. სათანადოდ არ იცნობენ ერთმანეთს , რაც სხვადასხვა ტიპის პრობლემას წარმოშობს კლასში. ისინი ძირითადად დანაწევრებულები არიან. როცა რაიმე იდეაზეა საუბარი-ვერ თანხმდებიან, ზოგჯერ იკვეთება უნდობლობა.

მიზანი: მოსწავლეთა შორის ერთიანი გუნდის ჩამოყალიბება

აქტივობები:

1.პროექტის პრეზენტაცია (მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის მიზნებს, შექმნის მიზეზს, განსახორციელებელ ღონისძიებებს და მათი იდეები პრობლემასთან კავშირში აისახება პროექტში)

2.კვლევა ”მოზარდთა პრობლემის არსი ურთიერთობებში და მათი მიზეზები”. კვლევა ჩატარდება კლასში, მოსწავლეები ინდივიდუალურად შეავსებენ კითხვარს, რომელიც იქნება ანონიმური. დანართი #1

3.კვლევის შედეგების შეჯამება (კლასის ხელ-ლი დაწერს შემაჯამებელ ანგარიშს)

4.დისკუსია კვლევის შედეგებზე დაყრდნობით: პრობლემა, მიზეზი, გადაჭრის გზები

5.ლაშქრობა (ლაშქრობა რომელშიც, მონაწილეობა სავალდებულო იქნება ყველა მოსწავლისათვის.დაგეგმილი იქნება ისე, რომ მოსწავლეებმა მცირე ჯგუფებში აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ლაშქრობის ორგანიზებისათვის) ლაშქრობის გეგმა შედგება კლასთან ერთად:

1.სად? როდის? როგორ?

2. რა რესურსები? (მგზავრობის თანხა, სათამაშო ინვენტარი, პროდუქტების შეძენა, თანხის შეგროვება, წახალისება)

3. გასვლის დრო, ჩაცმულობა, ვის რა ევალება. (დანართი #2)

6.ლაშქრობის შთაბეჭდილებები

ლაშქრობის ფოტო – სტენდი წარწერებით

7.ლ.მესხიშვილის სახ. დრამატულ თეატრში წასვლა

8.სპექტაკლის გარჩევა

9.მზადება საახალწლო კარნავალისთვის

10.კლასის საათი “გვიყვარდეს ერთმანეთი”. (ამ დღეს ყველა მოსწავლე წარმოაჩენს ხოლოდ დადებით თვისებებს ერთმანეთისას.)

11.ზ.ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში წასვლა

მეორე დღეს დაწერენ,რომელი ნივთი იყო მათი აზრით ორიგინალური და რით.

12.კლასის საათი, გულახდილი საუბრები

13.ოპერის თეატრში წასვლა.

14.სპექტაკლის გარჩევა-ანალიზი

15.ექსკურსია. (მოსწავლეებთა შეთანხმებით შევარჩევთ მარშრუტს და დავგეგმავთ ერთად :)


შედეგები: მოსწავლეებს შორის ჩამოყალიბდება თანამშრომლობითი ურთიერთობები. შეიქმნება ერთიანი გუნდი. ამ პროექტის განხორციელება საფუძველი იქნება ახალი საინტერესო თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებისა.


დანართი #1

1.რა პრობლემები გაქვთ ერთმანეთთან ურთიერთობისას?

2.რა არის ამ პრობლემების ძირითადი მიზეზი?

3.როგორ ფიქრობთ შესაძლებელია თუ არა ურთიერთშორის ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარება?

4.როგორ? რაგზებით? რა ხერხით?


დანართი # 2

10.00---10.15 გასვლა,ჯგუფებად დაყოფა.

10.15---11.45 სათაფლიაზე ასვლა (გზაში აქტივობა, რომელი ჯგუფი მეტ საინტერესოს აღმოაჩენს დანიშნულ ადგილზე მისვლამდე და დაასაბუთებს)

12.15---მღვიმეს დათვალიერება

13.30---კვება

14.00---გასართობის ღონისძიებები (სავალდებულო ხმოვანი, სიმღერები ქუთაისზე და. ა.შ)

18.00---დაბრუნება

პროექტის ფასილიტატორი: ლიკა კალანდაძე
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: likaacicinatela@gmail.com